ხულოში, სოფელ ხიხაძირში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 45 წლის მამაკაცი.
ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, მომხდარის დეტალები უცნობია, თუმცა სავარაუდო დამნაშავე უკვე დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.
გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.