ხულოს ყოფილი მერი - თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება პირადად მივიღე 
ხულოს ყოფილი მერი - თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება პირადად მივიღე 

ხულოს საკრებულოს პირადი განცხადების საფუძველზე მივმართე და მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დავტოვე,- ამის შესახებ ხულოს ყოფილმა მერმა გოჩა მელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მელაძე ამბობს, რომ გუნდის წევრად რჩება. მისივე თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან უთანხმოება არ ჰქონია.

„მიმდინარეობს კონსულტაციები და უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება, ახალი სამუშაო ადგილი, სადაც საქმიანობას გავაგრძელებ.

ვიყავი, ვარ და ვიქნები გუნდის წევრი მიუხედავათ პოზიციისა. არავითარი უთანხმოება აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არ ყოფილა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს გადაწყვეტილება პირადად მივიღე“, -ამბობს ხულოს ყოფილი მერი.