ხულოს მერმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა
ხულოს მერმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა

ხულოს მერმა გოჩა მელაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, თუმცა პირველ არხს მერიაში დღეს დაუდასტურეს.

განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ ასევე დაწერა ხულოს მერის პირველმა მოადგილემ, ლაშა ბოლქვაძემ.

ჯერჯერობით არ სახელდება, რა გახდა მერისა და მისი მოადგილის გადადგომის მიზეზი. არაოფიციალური ინფორმაციით, მელაძემ თანამდებობიდან წასვლის სურვილი ჯერ კიდევ მაშინ გამოთქვა, როცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან ზურაბ პატარაძე გადადგა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხულოს მერის პირველ მოადგილედ ხულოს პოლიციის უფროსი ვახტანგ ბერიძე ინიშნება და მერის მოვალეობას სწორედ ის შეასრულებს.