ხულოს მერმა გოჩა მელაძემ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს
ხულოს მერმა გოჩა მელაძემ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს

არაოფიციალური ინფორმაციით, ხულოს მერმა გოჩა მელაძემ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს.

ხულოს მერი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, მისი პირველი მოადგილე ლაშა ბოლქვაძე კი აცხადებს, რომ გოჩა მელაძე შვებულებაშია.

„მერი ამ დროისთვის შვებულებაშია, სხვა ინფორმაციას არ ვფლობ“, – განაცხადა პირველ არხთან ლაშა ბოლქვაძემ.

ჯერ უცნობია, საბოლოოდ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხულოს მერი და რა შეიძლება გამხდარიყო მისი შესაძლო გადადგომის მიზეზი. არაოფიციალური ინფორმაციით, მან თანამდებობიდან წასვლის სურვილი ჯერ კიდევ მაშინ გამოთქვა, როდესაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გადადგა.