ხორვატიის სამხრეთ ნაწილში, კურორტ დუბროვნიკთან ხანძარია. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ძლიერი ქარის გამო ცეცხლი იოლად ვრცელდება და მეხანძრეებს მისი ლიკვიდაცია უჭირთ.
ხანძარი დუბროვნიკთან 25 ივლისს საღამოს გაჩნდა. სიტუაციას ართულებდა ის ფაქტიც, რომ მთიან რაიონებში ცეცხლის გავრცელების გამო ფეთქდებოდა ნაღმები, რომლებიც იქ 1991-1995 წლების ომის შემდეგ დარჩა.
დასახლებულ პუნქტ პეტრაჩადან მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო.
ცეცხლი ვრცელდება ხორვატიის მეზობელ ბოსნიაშიც.