ხორვატიის სახელმწიფო მდივანი ფრანო მატუშიჩი - ხორვატია მზად არის, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გამოცდილება გაუზიაროს
ხორვატია მზად არის, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გამოცდილება გაუზიაროს, – ამის შესახებ ხორვატიის სახელმწიფო მდივანმა პოლიტიკურ საკითხებში, ფრანო მატუშიჩმა განაცხადა.
ხორვატი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ხორვატია მხარს უჭერს ევროკავშირის და საქართველოს თანამშრომლობას.
„მივიღე ხორვატიაში საქართველოს ელჩი, ზაალ გოგსაძე საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროში საინაუგურაციო ვიზიტის ფარგლებში. ჩვენ ვისაუბრეთ ხორვატიას და საქართველოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე. ხორვატია მხარს უჭერს ევროკავშირის და საქართველოს თანამშრომლობას და მზად არის, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გამოცდილება გაუზიაროს“, – განაცხადა ფრანო მატუშიჩმა.