ხორვატიის ერთ-ერთ ნავსადგომში გაჩენილი ხანძრის შედეგად 20 მეტრის სიგრძის ხუთი ძვირადღირებული იახტა მთლიანად განადგურდა. დაზიანებულია სხვა ნავებიც. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შემხთვევა ქალაქ კაშტელაში მოხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მატერიალური ზარალი ათობით მილიონ ევროს შეადგენს.
ცეცხლი სავარაუდოდ ერთ-ერთი იახტის სამზარეულოში გაჩნდა, რის შემდეგაც, სხვა ხომალდებზე გავრცელდა.