ხორხე მასვიდალი ჩარლზ ოლივერასა და კევინ ლის დაპირისპირებას მალევე გამოეხმაურა. ბრაზილიელმა მებრძოლმა ლი მახრჩობილა ილეთით დაამარცხა. მას შემდეგ, რაც ამერიკელი დანებდა და ბრძოლა შეაჩერდა, ლიმ თავდაპირველად მსაჯის მიმართ პრეტენზია გამოთქვა, თუ რატომ გაჩერდა ბრძოლა. გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ ყველაფერი წესების დაცვით მოხდა და ლის უკმაყოფილება უსაფუძვლო იყო. ეს ამბავი არ გამორჩენია ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის მებრძოლ ხორხე მასვიდალს. კუბელმა კევინ ლი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე სასტიკად გააკრიტიკა.
„ამ საქციელისთვის შენ UFC-დან უნდა გაგრიცხონ. დანებდე და მერე გაგრძელება სცადო ? ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დონის საქციელი, რაც ამ სპორტში მინახავს.“