„ელექტრონიქ ართს გეიმს“-მა (EA Games) ვიდეოთამაში „UFC 4“ დააანონსა [ვიდეო]
„ელექტრონიქ ართს გეიმს“-მა (EA Games) ვიდეოთამაში „UFC 4“ დააანონსა [ვიდეო]

განვლილ უქმეებზე აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა (UFC) და „ელექთრონიქ ართს გეიმს“-მა (EA Games) კიდევ ერთი სიურპრიზი შემოგვთავაზეს.

სრულიად მოულოდნელად, იუთუბზე გავრცელდა ვიდეოთამაშ „UFC 4“-ის პირველი თრეილერი, რომელშიც თავად სიმულატორის კადრების გარდა ორი მთავარი პერსონაჟი – ხორხე მასვიდალი (ქუჩის მოჩხუბარი) და ისრაელ ადესანია (ელიტარული კიკბოქსიორი) ჩანან. შეიძლება ითქვას, რომ „ელექთრონიქ ართს“-ს გაუმართლა, რადგან ვიდეოს გამოქვეყნება სწორედ მასვიდალის საჩემპიონო ბრძოლას დაემთხვა, რომელიც წესით ოქტაგონზე საერთოდ არ უნდა გასულიყო. ნახევრადსაშუალო წონის ჩემპიონ კამარუ უსმანთან გილბერტს ბარნსს უნდა ებრძოლა, თუმცა „დურინიო“-ს კორონავირუსი დაუდგინდა.


თრეილერს ფონად გასდევს როკჯგუფ „ზი ვჰუ“-ს (The Who) პოპულარული სიმღერა „ბაბა ო’რაილი“ (Baba O’riley) და ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი ქანიე ვესთის ხმა.

„ფლეისთეიშენ ნეთვორქ“-ზე (PSN) ვიდეოთამაში ხელმისაწვდომი 14 აგვისტოდან იქნება.

დატოვე კომენტარი