ხორხე მასვიდალმა ტიტულისთვის ბრძოლის დრო დაასახელა
ხორხე მასვიდალმა ტიტულისთვის ბრძოლის დრო დაასახელა

ხორხე მასვიდალის თქმით, სექტემბერში ის ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის (welterweight) ტიტულისთვის კარიერაში მეორედ იბრძოლებს. თუმცა „გეიმბრედი“ აცხადებს, რომ ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ დასრულებულა და ბოლო ეტაპზეა.

შაბათს მასვიდალი კანელო ალვარესისა და ავნი ილდირიმის საკრივო დაპირისპირების ერთ-ერთი კომენტატორი იყო. ბრძოლის შემდეგ, ხორხე ჟურნალისტებს გაესაუბრა. მასვიდალს UFC-ში მომდევნო ბრძოლის შესახებ შეკითხვა Boxing Social-ის ჟურნალისტმა დაუსვა.

„ამჟამად მე კონცენტრირებული ვარ მომდევნო სატიტულო ბრძოლაზე, რომელიც აგვისტოში ან სექტემბერში შედგება. ასე რომ, შენ ხარ მეორე ადამიანი, რომელმაც ეს შეიტყო. MMA-ის ბევრი ჟურნალისტი განაწყენებული დარჩება, რომ ეს ამბავი პირველმა კრივის ჟურნალისტმა გაიგო. ისინი მე მოღალატეს დამიძახებენ, მხოლოდ ეს მადარდებს“, – განაცხადა მასვიდალმა Boxing Social-ის ჟურნალისტთან საუბრისას.

მოგვიანებით, კამარუ უსმანის მენეჯერმა ალი აბდელაზიზმა მასვიდალის ინტერვიუსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მასვიდალი არაფერს წყვეტს. მან ამჟამად უნდა იმეცადინოს თავის ჭიდაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება შედგა, ყველა გაიგებთ ამის შესახებ. ამჟამად კი არაფერია გადაწყვეტილი“, – განაცხადა ალიმ.