უკვე ოფიციალურად - კამარუ უსმანი 11 ივლისს ხორხე მასვიდალს დაუპირისპირდება
უკვე ოფიციალურად - კამარუ უსმანი 11 ივლისს ხორხე მასვიდალს დაუპირისპირდება

ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 11 ივლისს გილბერტ ბერნსს ხორხე მასვიდალი ჩაანაცვლებს. როგორც ცნობილი გახდა, რამდენიმე დღის წინ ბრაზილიელ მებრძოლს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის ქარდიდან მოიხსნა. ბერნსის შემცვლელად ხორხე მასვიდალი და კოლბი კოვინგტონი განიხილებდონენ, თუმცა როგორც დღეს ხდება ცნობილი ჩემპიონ კამარუ უსმანს მასვიდალი დაუპირისპირდება.

ორივე მებრძოლმა აბუ დაბიში გამგზავრებამდე კორონავირუსის ტესტი წარმატებით ჩააბარა. დღეს კი უსმანი და მასვიდალი კერძო რეისებით გაემგზავრნენ იასის კუნძულზე. ლოკაციაზე დაშვების შემდეგ ბორტზე მყოფი ყველა პირი დამატებით ტესტირებას გაივლის. პროტოკოლის მიხედვით COVID 19 ზე ტესტირება დღეში რამდენჯერმე ჩატარდება.