ლეონ ედვარდსს ხორხე მასვიდალთან დაპირისპირება სურს
ლეონ ედვარდსს ხორხე მასვიდალთან დაპირისპირება სურს
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ბირმინგემელმა მებრძოლმა, ლეონ ედვარდსმა ხორხე მასვიდალი კიდევ ერთხელ გამოიწვია.
„ეს არის ერთადერთი ბრძოლა, რომელიც ამ მომენტისთვის ჩემთვის მნიშვნელოვანია“ – აცხადებს „როკი“.
მასვიდალსა და ედვრდს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვთ. ყველას კარგად ახსოვს ამ ორი მებრძოლის კონფლიქტი, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. მას შემდეგ ედვარდსმა მასვიდალი საბრძოლველად რამდენჯერმე გამოიძახა.
„დარწმუნებული ვარ, რომ მის შეჩერებას შევძლებ. მას არაფერი აქვს განსაკუთრებული. მანამდე სანამ უსმანს დაუპირისპირდებოდა, მას ჰქონდა მოპოვებული გამარჯვებები ბენ ასკრენთან, ნეიტ დიაზთან და დარენ ტილთან. ამ სამი მებრძოლიდან მხოლოდ ტილი იყო სერიოზული ძალა. დანარჩენები კი საშუალო დონის ათლეტები არიან. მე ნამდვილად მჯერა, რომ მასვიდალს ოქტაგონზე დამაჯერებლად დავამარცხებ“.