კამარუ უსმანმა მასვიდალთან კიდევ ერთხელ ბრძოლა ისურვა
კამარუ უსმანმა მასვიდალთან კიდევ ერთხელ ბრძოლა ისურვა

UFC 258-ის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის (welterweight) ჩემპიონმა კამარუ უსმანმა გილბერტ ბერნსის დამარცხების შემდეგ ხორხე მასვიდალთან მეორედ ბრძოლა ისურვა.

„ამჯერად მე მას ბოლოს მოვუღებ. მას არ სურს ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა. გარანტიას გაძლევთ, რომ ამ ბრძოლის კონტრაქტზე ხელის მოწერა არ სურს. ერთადერთი მიზეზი თუ რატომ დათანხმდა საბრძოლო კუნძულზე ჩემთან დაპირისპირებას არის ის, რომ ბრძოლამდე მხოლოდ 6 დღე იყო დარჩენილი. ამჯერად მე მას დროს ვაძლევ სრულყოფილი მოსამზადებელი ეტაპისთვის და აუცილებლად დავაფინიშებ“, – განაცხადა უსმანმა.