კამარუ უსმანმა ხორხე მასვიდალი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა
კამარუ უსმანმა ხორხე მასვიდალი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა

UFC 251-ის ტურნირზე, რომელიც აბუ დაბის „საბრძოლო კუნძულზე“ იმართება, მთავარი მოვლენა კამარუ უსმანისა და ხორხე მასვიდალის დაპირისპირება იყო.

მოქმედ ჩემპიონს, 32 წლის კამარუ უსმანს ტიტულს 35 წლის ხორხე მასვიდალი, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სპორტსმენი ეცილებოდა.

შეგახსენებთ, რომ უსმანის მოწინააღმდეგე ბრაზილიელი ჯილბერტ ბერნსი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ უკანასკნელს კორონავირუსი დაუდასტურდა და დანა უაიტმა ის ხორხე მასვიდალით ჩაანაცვლა.

ბრძოლა მაყურებლების გარეშე და ექიმების რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა.

ხუთივე რაუნდის განმავლობაში კამარუ უსმანი დომინირებდა და მსაჯებემა გამარჯვება ერთხმად მას მიაკუთვნეს.

ამგვარად, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ჩემპიონი ნახევრადსაშუალო წონით კატეგორიაში კვლავ კამარუ უსმანია.