ილია თოფურია ხორხე მასვიდალთან ვარჯიშის მორიგ ფოტოს აქვეყნებს
ილია თოფურია ხორხე მასვიდალთან ვარჯიშის მორიგ ფოტოს აქვეყნებს

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა, პერსპექტიული, ქართველი მებრძოლი ილია თოფურია American Top Team- ის წევრია და მაიამიში ვარჯიშობს. გუშინ, თოფურიამ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ცნობილ მებრძოლ, ხორხე მასვიდალთან საერთო ვარჯიშის ფოტო გამოაქვეყნა. მოგეხსენებათ, რომ ხორხე სწორედ ATT-ის გუნდის წევრია.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა ცოტა ხნის წინ, იუსუფ ზალალთან გამართა და შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმა.