ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ოპოზიციურ პარტიებს ხვდება
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ოპოზიციურ პარტიებს ხვდება

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ოპოზიციურ პარტიებს ხვდება.

დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვედრა აქვს ღია პლატფორმაში შემავალ ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან. მათ შორის არის საპარლამენტო ოპოზიცია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

როგორც ცნობილია, შეხვედრაზე, რომელიც მედიისთვის დახურულია, ზაზა სარალიძე პარტიის წევრებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებაზე ესაუბრება. მისი თქმით, პროკურატურამ  საქმე სრულყოფილად არ გამოიძია და რჩებიან სავარაუდო დამნაშავეები, რომლებიც პასუხისგებაში არ მიუციათ.

შეხვედრაზე ზაზა სარალიძემ ყურადღება გაამახვილა იმ მოზარდებზე, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ და საქმეზე ჩვენება აქვთ მიცემული.