ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისია მომდევნო კვირაში ექსპერტებს გამოკითხავს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისია მომდევნო კვირაში ექსპერტებს გამოკითხავს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები 9 ივლისიდან განახლდება.

როგორც კომისიის დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა, ორშაბათს, 9 ივლისს კომისიის სამკაციან ჯგუფებში სრულწლოვან თვითმხილველებს გამოკითხავენ, ხოლო სამშაბათს – არასრულწლოვნებს.

ოთხშაბათს კომისიის სხდომა გაფართოებული ფორმატით ჩატარდება, სადაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებს მოუსმენენ, ხოლო ხუთშაბათს დამოუკიდებელ ექსპერტს გამოკითხავენ.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე 51-ე სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე, ასევე პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი გამოკითხეს.