ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა ორი არასრულწლოვანი გამოკითხეს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა ორი არასრულწლოვანი გამოკითხეს. კომისიის წევრების განცხადებით, ეს მოწმეები იყვნენ თვითმხილველები.
კომისიის წარმომადგენლის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, მოწმეებმა ისაუბრეს მომხდართან დაკავშირებით, თუმცა მნიშვნელოვანი ახალი დეტალი მოწმეებს არ უთქვამთ.
მათ შორის კომისიის წევრები არ აკონკრეტებენ, თუ რომელი სკოლის მოსწავლეები გამოიკითხნენ დღეს.
კომისიის წევრები მუშაობას პედაგოგების გამოკითხვით გააგრძელებენ.