ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები თბილისის სკოლების დირექტორებს შეხვდებიან
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს თბილისის მასშტაბით 25 სკოლის დირექტორებს პარლამენტში შეხვდებიან.
შეხვედრაზე სკოლებში მიმდინარე და განსახორციელებელ იმ პრევენციულ ღონისძიებებზე იმსჯელებენ, რომელიც მოზარდებში ძალადობისა და ჩაგვრის აღმოფხვრას ეხება.
მხარეები წარადგენენ გარკვეულ რეკომენდაციებსაც. პარასკევს კი საგამოძიებო კომისიის წევრები არასრულწლოვნების გამოკითხვებს განაახლებენ.
ფსიქოლოგებისა და მოზარდების კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით, კომისიის წევრები ხორავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით ორ არასრულწლოვანს გამოკითხავენ.