ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი იკითხება
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი იკითხება

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი იკითხება, რომელიც 1-ელ დეკემბერს მომხდარ კონფლიქტში მონაწილეობდა და საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.

გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამ მოზარდმა დაურეკა პირველი ექსპერიმენტალური სკოლის მოსწავლეს, მის დეიდაშვილს და დახმარება სთხოვა. გამოძიების ცნობით, აღნიშნულ მოწმეს დაპირისპირება ჰქონდა გარდაცვლილებთან და ადგილზე იმყოფებოდა ორივე შემთხვევის დროს. 51-ე სკოლის საპირფარეშოში და ხორავას ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ ეზოში, სადაც ფარდული იყო განთავსებული.

ადვოკატები ამბობენ, რომ საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება რადიკალურად შეცვალა, მიზეზად კი დასახელა, რომ დროის შემდეგ გარკვეული ფაქტები აღიდგინა.

„გამოძიებაში განსხვავებულად ჰქონდა აღწერილი ბევრი დეტალი, ან სულაც არ ჰქონდა ნათქვამი რაღაც ფაქტები. საქმეზე გამოძიება არასრულყოფილად არის ჩატარებული. არაა დადგენილი ჭეშმარიტება“, – განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.