ხონის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა
ხონის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
დიდ გუბში, პატარა გუბსა და შუა გუბში ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ და იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა დაათვალიერეს.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ 25,5 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც სოფლებში მცხოვრებ 500-მდე ოჯახს ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.