ხობში თავდასხმის შედეგად დაშავებული 77 წლის ქალი ქუთაისის კლინიკაში გარდაიცვალა
ხობში, რამდენიმე დღის წინ თავდასხმის შედეგად დაშავებული პაციენტი ქუთაისის კლინიკაში გარდაიცვალა.
77 წლის ქალი მკურნალობას ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადიოდა.
ექიმების განცხადებით, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დაშავებული ქალი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ ხობიდან გადაიყვანეს, სადაც მას თავს მამაკაცი დაესხა და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.
მანმადე კი, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მყოფმა თავდამსხმელმა ამავე ოჯახის წევრი დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა.
ბრალდებულ ირაკლი აქირთავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.