ხობში, სოფელ ზემო ქვალონში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ხობში, სოფელ ზემო ქვალონში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონში.

„მიცუბიშისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომანქანების შეჯახების შედეგად დაშავებული ორი მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ის მრავლობითი დაზიანებებით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

დაღუპული გადასვენებულია ქუთაისის სამხარაულის საექსპერტო ბიუროში.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.