მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტში.
თბილისი-სენაკი-ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალის ნოჯიხევის მონაკვეთზე, სოფელ ბიის გადასახვევთან მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეებს შეეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანაში მყოფი ორივე ადამიანი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.