სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თევზის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, განხორციელდება 8 000 000 ლარის ინვესტიცია და დასაქმდება ასამდე ადგილობრივი.
ბიზნესის მხარდასაჭერად შპს „პალიასტომი 2004“-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 13,5 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ერთ ლარად გადაეცა.
ახალი საწარმო წელიწადში, სულ მცირე, 300 ტონა შავი ზღვის აკვატორიაში ბინადარი თევზის – ქაფშიას გადამუშავებას შეძლებს, რისგანაც თევზის ფქვილის და ზეთის წარმოებას უზრუნველყოფს.
წარმოებული პროდუქცია ძირითადად ექსპორტზე იქნება გათვლილი.