ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ფოთი-სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე, ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭალადიდში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.