ხმელთაშუა ზღვაში 26 ნიგერიელი გოგონას ცხედარი იპოვეს
ხმელთაშუა ზღვაში 26 ნიგერიელი გოგონას ცხედარი იპოვეს

იტალიელმა სამართალდაცმველებმა ხმელთაშუაზღვაში მიგრანტებით სავსე ნავზე, 26 ნიგერიელი გოგონას ცხედარი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით გოგონებზე ჯერ სექსუალურად იძალადეს , შემდეგ კი ისინი მოკლეს. დაღუპულთა უმეტესობა 14-დან 18-წლამდე გოგონები არიან.

სამართლადმცველებმა ნავზე მყოფი 375 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. ისინი ძირითადად ნიგერიიდან, სენეგალიდან, განიდან, სუდანიდან და გამბიიდან არიან გამოქცეულები.

იტალიის საპორტო ქალაქ სალერნოში ამ საქმესთან დაკავშირებით უკკვე დააკავეს ხუთი მიგრანტი.