ნოდარ დუმბაძის მშობლიურ სოფელ ხიდისთავში მწერლის 90 წლის იუბილეს აღნიშნავენ. მწერლის ნაწარმოებების ფრაგმენტებს ახალგაზრდა ავტორები წაიკითხავენ.
მწერალი 1928 წლის 14 ივლისს დაიბადა. მისი პირველი რომანი „სოფლელი ბიჭი“, მოგვიანებით „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ 1960 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ და მწერალს დიდი აღიარება მოუტანა. საკუთარი საბავშო ლექსების კრებული მწერალმა შვილიშვილებს მიუძღვნა. მის ნაწარმოებებს მალე მთელი საქართველო კითხულობდა. ზოგჯერ რეალური, ზოგჯერ კი მწერლის მიერ გამოგონილი გმირები ნოდარ დუმბაძის განვილილი ცხოვრების ნაწილია. სოფელში მხოლოდ 5 წელი გაატარა, თუმცა მიუხედავად ამისა მშობლიური გურია მისი ნაწარმოებების მთავარ მოქმედების ადგილად და ამოუწურავ თემად სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.