კამპანია „გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მორიგი პრესტური ხევსურეთში მოაწყო.
ღონისძიებაში სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა დაათვალიერეს შატილის კოშკები, დათვიჯვრის უღელტეხილი, ლებაისკარის კოშკი, ანატორის აკლდამები და რეაბილიტირებული მუცო.
ტურის დასასრულს მედიის წარმომადგენლებმა მოინახულეს ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი ჩარგალში.
გაიცანი საქართველო ჟურნალისტებისთვის გაცნობითი ხასიათის რეგიონალურ ტურებს უკვე მესამე წელია ატარებს.