ხერტ იან კოოპმანი - ქართველებმა ბევრი იშრომეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მიმდინარე გამოწვევები უნდა მოგვარდეს და ჩვენ აქ ვართ დასახმარებლად
ქართველებმა ბევრი იშრომეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მიმდინარე გამოწვევები უნდა მოგვარდეს და ჩვენ აქ ვართ დასახმარებლად, – ამის შესახებ სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი ხერტ იან კოოპმანი სოციალურ ქსელში წერს.
„ახლახანს ჩამოვედი თბილისში. მოუთმენლად ველოდები პრეზიდენტთან, მთავრობასთან, პარლამენტთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას. ქართველებმა ბევრი იშრომეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მიმდინარე გამოწვევები უნდა მოგვარდეს და ჩვენ აქ ვართ მათ მოგვარებაში დასახმარებლად“, – წერს ხერტ იან კოოპმანი.
სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი ხერტ იან კოოპმანი საქართველოს დღეს ეწვია.