ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. დაღუპული ტაქსის მძღოლია.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ცნობით, დაშავებულებს საავადმყოფოში სამედიცინო დახმარება უტარდებათ.