ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის იერიშის შედეგად ოლქში შვიდი ადამიანი დაშავდა
ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის იერიშის შედეგად ოლქში შვიდი ადამიანი დაშავდა

უკრაინის ხერსონის ოლქში გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის იერიშის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ხეროსნის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.

მისი ცნობით, რუსეთის იერიშების სამიზნე იყო 15-მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის ქალაქი ხერსონი. დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის 30 კერძო სახლი, ავტომობილები და გაზსადენი.

ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასულ ღამით რუსეთმა უკრაინის, კერძოდ, სუმის ოლქის მიმართულებით „შაჰედის“ ტიპის რვა დრონი გაუშვა, ასევე, საავიაციო რაკეტა X-69. უკრაინული მხარის ცნობით, ჩამოგდებულია შვიდი უპილოტო საფრენი აპარატი, რაკეტამ კი სამიზნეს ვერ მიაღწია.