ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მაღალი რისკის ზონაში მცხოვრებ 28 ოჯახს დროებით საცხოვრებლებში გადაიყვანენ
ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მაღალი რისკის ზონაში მცხოვრებ 28 ოჯახს დროებით საცხოვრებლებში გადაიყვანენ

ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მაღალი რისკის ზონაში მცხოვრებ 28 ოჯახს დროებით საცხოვრებლებში გადაიყვანენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ხელვაჩაურის მერიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ამ ოჯახების საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა შეისწავლა.

„სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გეოლოგებთან ერთად, ჯამში 67 საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა შეისწავლა. კომისიის გადაწყვეტილებით, 28 ოჯახი მაღალი საფრთხის არსებობის გამო, დაკმაყოფილდება დროებითი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით, მათ შორის 14 ოჯახი პრევენციული ღონისძიებების გატარების შემდგომ, დაუბრუნდება საკუთარ საცხოვრებელს, ცხრა ოჯახი ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას, ხოლო ხუთი ოჯახის საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებით საჭიროა დეტალური გეოლოგიური კვლევის ჩატარება, რის შემდგომაც გატარდება ქმედითი ღონისძიებები.

გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე, დარჩენილ 39 ოჯახთან მიმართებაში საჭიროა პრევენციული ღონისძიებების გატარება, რაც გულისხმობს ფერდსამაგრი კედლების, დამცავი გაბიონებისა და სანიაღვრე არხების მოწყობას. კომისიის საქმიანობა ეტაპობრივად ითვალისწინებს საშუალო და დაბალი რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის შესწავლას“, – ნათქვამია ხელვაჩაურის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი