ხელვაჩაურში ნავით სეირნობისას დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს [ფოტო]
ხელვაჩაურში ნავით სეირნობისას დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
არსებული ინფორმაციით, ნავით სეირნობისას კირნათი ჰესთან ოთხი ადამიანი დაიღუპა. აქედან სამი უცხოელი ტურისტი, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქე იყო, რომელიც ტურისტებს მეგზურობას უწევდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, გასაბერი ნავი მდინარეში რაღაც საგანს წამოედო, შედეგად ნავი დაზიანდა და ამობრუნდა.
სამი დაღუპულის ცხედარი წყლიდან მალევე ამოიყვანეს, ხოლო საქართველოს მოქალაქეს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ და ის გარდაცვლილი იპოვეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.