ხანძარი იყო ხელვაჩაურში. სოფელ ახალსოფელში ხის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ოთხსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ, რომ ფაქტს შეისწავლიან. შესაბამისი კომისია კი სიტუაციის შესწავლის შემდეგ ოჯახს შესაბამის დახმარებას გაუწევს. ერთჯერადად აჭარაში ხანძრისგან დაზარალებულ ოჯახებზე 10-დან 15 ათას ლარამდე დახმარებას გასცემენ.