ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად დაშავებული მამაკაცი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის გადაუდებელი დახმარების ჯგუფმა თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანა.
„შემოიყვანეს 31 წლის პაციენტი. დამწვრობა მიიღო ცეცხლის ალით. სავარაუდოდ გაზი აფეთქდა, აალდა ბინაში. გადმოიყვანა ბათუმიდან სასწრაფო გადაუდებელმა დახმარებამ. ამჟამად მკურნალობას გადის დამწვრობის რეანიმაციის განყოფილებაში. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. იმყოფებოდა დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში და უტარდება სპეციფიკური ანტიშოკური მკურნალობა. 50 პროცენტია დაზიანება, სხვადახვა ხარისხის დამწვრობით“, – განაცხადა ექიმმა გიორგი დავლიანიძემ.
ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.