ხელვაჩაურში ნავით სეირნობის დროს სამი ტურისტი დაიღუპა
ხელვაჩაურში ნავით სეირნობის დროს სამი ტურისტი დაიღუპა

ხელვაჩაურის რაიონში ნავით სეირნობის დროს სამი ტურისტი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ნავი ამობრუნდა, რა დროსაც სამი ადამიანი მდინარეში დაიხრჩო.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ წუთებში მიმდინარეობს ერთი ადამიანის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.