ხელვაჩაურში არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ხელვაჩაურში არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლამდე პირთან სექსუალური კავშირის დამყარებას გულისხმობს და შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.