ხელვაჩაურის სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები ხანდაზმული ცოლ-ქმარი არიან. ხანძრის შედეგად დაშავდა მათი შვილიც, 40 წლამდე მამაკაცი სხეულის დამწვრობით კლინიკაშია გადაყვანილი.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, დაშავებულ მამაკაცს ქუთაისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ.
ხანძრის დროს კიდე ერთი ადამიანი იმყოფებოდა სახლში, თუმცა მას დაზიანება არ მიუღია.
ხანძარი ორ სართულიან შენობაში პირველ სართულზე გაჩნდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებული აქვს.