ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში 39 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადაეცა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში სოციალური სახლის მშენებლობა დასრულდა.
ბინები 39 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა. პროექტის ღირებულება 2 977 792 ლარია. ბინების გადაცემის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო.
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სულ 500-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდა ახალი საცხოვრებლით. მათთვის ღირსეული საცხოვრებლის შექმნა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით, მიმდინარეობს ე.წ. მუყაოს ქალაქში კორპუსების მშენებლობა, პარალელურად კი წელს კიდევ 100 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა ბინა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტში 2016 წლიდან ეკომიგრანტებისთვის აშენდა ოთხი სოციალური სახლი და 112 ოჯახს გადაეცა ბინა.