ხათუნა სამნიძე - კახა კუჭავა არის გამონაკლისი და მის მიერ ელენე ხოშტარიას მონახულებას ძალიან ვაფასებ
კახა კუჭავა არის გამონაკლისი და ძალიან ვაფასებ სპიკერის ამ ნაბიჯს, რომელმაც მოინახულა ელენე ხოშტარია და თქვა, რომ პარლამენტში დაცული იქნება ყველანაირად მისი ჯანმრთელობისთვის პირობები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუყნა სამნიძემ კახა კუჭავას მიერ ელენე ხოშტარიას მონახულების საკითხზე განაცხადა.
მისი თქმით, ის კახა კუჭავას საქციელს დადებითად აფასებს.
„კახა კუჭავა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატების სპიკერი არ არის, ეს არის პარლამენტში ყველა დეპუტატის სპიკერი. ძალიან მძიმეა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ აცნობიერებს, რომ ასეთი განცხადებით და ასეთი ნაბიჯებით ის ქმნის ვითარებას, როდესაც ამ ქვეყანაში არც ერთ მოქალაქეს არ აქვს განცდა, რომ დაცული იქნება მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე თუ ის ქართული ოცნების პოზიციებს არ გაიზიარებს“, – განაცხადა სამნიძემ.
დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ პარლამენტის შენობაში მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულა.