კახა კუჭავამ პარლამენტის შენობაში მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულა
კახა კუჭავამ პარლამენტის შენობაში მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ პარლამენტის შენობაში მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულა.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში მუშაობს ექიმი და საჭიროების მიხედვით მოემსახურება ელენე ხოშტარიას.

„უბრალოდ მოვინახულე, მაინტერესებდა, ჰქონდა თუ არა ყველანაირი პირობა. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში ექიმი მუშაობს, თუ საჭირო იქნება, მისი მომსახურების გამოყენება შესაძლებელი იქნება. უბრალოდ მაინტერესებდა, რამე პირობები ხომ არ აკლდა. ის ყველაფრით არის კმაყოფილი და ხაზზე ვიქნები, თუ საჭირო იქნება. ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა სხვა თემებზე არ გვისაუბრია. ყველა ადამიანს აქვს შიმშილობის უფლება, ეს მათი უფლებაა. ჩემთვის მთავარი იყო იმით დაინტერესება, რამე ხომ არ აკლია, ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია და მაქსიმალურად ჰქონდეს ყველანაირი პირობა აქ. კარგია, რომ აქვს შესაბამისი პირობები“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.