ხათუნა ხოფერია - საკუთარ ქვეყანას დღეს ვინც სამარცხვინოს ეძახით, სამარცხვინოები თავად ხართ
დამოუკიდებლობის დღესაც რომ არ ისვენებენ ბოღმის ბუკეტი კლავიატურის ლომუკები და უნდათ, ზეიმი გლოვა-პანაშვიდად გადაგვიქციონ, ეს არის სწორედ მტრის წინაშე წაკუზვა და თავზე ლაფის დასხმა, – ამის შესახებ ორი მოწვევის პარლამენტის წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
ხოფერიას თქმით, ვინც დღეს საკუთარ ქვეყანას სამარცხვინოს უწოდებს, სამარცხვინოები თავად არიან.
„ერთსაც ვიტყვი და ჩემი ქვეყნის სიყვარულში დავიღლები. დამოუკიდებლობის დღესაც რომ არ ისვენებენ ბოღმის ბუკეტი კლავიატურის ლომუკები და უნდათ, რომ ზეიმი გლოვა-პანაშვიდად გადაგვიქციონ, ეს არის სწორედ მტრის წინაშე წაკუზვა და თავზე ლაფის დასხმა. საკუთარ ქვეყანას დღეს ვინც სამარცხვინოს ეძახით, სამარცხვინოები თავად ხართ. როცა ადამიანს მხოლოდ ტირილი და გესლის ნთხევა შეუძლია, იგი გამოუსადეგარია ომშიც და მშვიდობაშიც და მტერი მასზე უკეთეს მოკავშირეს ვერ იპოვის. ქართველების სიმღერაა – მტერო დამჩაგრე, არ ვსტირი და ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია“, – წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.