ხატია დეკანოიძე - სალომე სამადაშვილს არ ვეთანხმები, მძიმე იყო ზურაბიშვილთან მისი ხილვა, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია მასზე პერსონალური თავდასხმა
სალომე სამადაშვილს არ ვეთანხმები, მძიმე იყო ზურაბიშვილთან მისი ხილვა, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია მასზე ის პერსონალური თავდასხმა, რომელსაც სოციალურ ქსელში ვხედავთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე „ფეისბუქზე“ წერს.
„ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებები მხოლოდ ლოზუნგები არ არის. ევროპული მსოფმხედველობა ერთმანეთის აზრის და პოზიციის პატივისცემაა, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ის.
სალომე სამადაშვილს არ ვეთანხმები, მძიმე იყო ზურაბიშვილთან მისი ხილვა, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია მასზე ის პერსონალური თავდასხმა, რომელსაც სოციალურ ქსელში ვხედავთ. ყველას ვთხოვ თავშეკავებას და განსხვავებული პოზიციის მიმღებლობისკენ მოვუწოდებ. პოლიტიკურად შეგვიძლია ვიკამათოთ. სახე არ უნდა დავკარგოთ“,- წერს ხატია დეკანოიძე.
სალომე სამადაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ამის შესახებ სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტს სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად მოაწერა ხელი.