სალომე სამადაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს
სალომე სამადაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

ტალახს მაინც არ ვისვრი, ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა, წარმატებები, – ამის შესახებ სალომე სამადაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

„სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია- მელიას გამოშვების გარეშე არ მოვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს, მაგრამ სხვებმა მოაწერონ, მელია და რურუა გამოაშვებინონ, მერე, ვინც მოაწერს, იმათ მოღალატეს დავუძახებთ. ოღონდ, მელიას გამოსვლის შემდეგ, თვითონაც აპირებენ პარლამენტში შემოსვლას. უხერხულია, მხოლოდ ამას ვიტყვი. ტალახს მაინც არ ვისვრი. ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა. წარმატებები“,- წერს სალომე სამადაშვილი.

ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტს სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად მოაწერა ხელი.

დატოვე კომენტარი