ხაშურში, სოფელ ცედანთან 220 მეხანძრე-მაშველი და 12 სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა მუშაობს [ფოტო/ვიდეო]
ხაშურში, სოფელ ცედანთან, ამ დროის მონაცემებით, 10 ჰა-მდე ფართობია დამწვარი, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ადგილზე 220 მეხანძრე-მაშველი და 12 სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა მუშაობს.
„ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ხაშურში, სოფელ ცედანთან ფოთლოვანი ტყის საფარი იწვის. ხანძარი გვიან საღამოს გაჩნდა.