ხაშურში, სოფელ ცედანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება [ვიდეო]
ხაშურში, სოფელ ცედანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება [ვიდეო]

საგანგებო შტაბის გადაწყვეტილებით, ხაშურში, ცედანის ტყეში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი მუშაობას აღარ გააგრძელებს, – ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ვერტმფრენი დილიდან იმყოფებოდა სტიქიის ზონაში და ნახანძრალი ზონები დაამუშავა, თუმცა მისი გამოყენების აუცილებლობა ამჟამად არ არსებობს. ადგილზე 220 მეხანძრე-მაშველი და 17 სახანძრო მანქანა რჩება. მათ შორის არის ექვსი ახალი ტყის მანქანა, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გასულ კვირას შეიძინა.

„ტყის მანქანები ჩართული იყვნენ უშუალოდ ქრობის პროცესში, იმის გათვალისწინებით, რომ რელიეფი იყო ძალიან რთულად მისადგომი, ძალიან ეფექტურად იმუშავეს მანქანებმა და პირველი ტესტი წარმატებით ჩააბარეს“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ხაშურში, ცედანის ტყეში ცეცხლის ყველა კერა ლოკალიზებულია, სტიქიის არეალის გაზრდის საფრთხე არ არსებობს. ცეცხლი 10 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გავრცელდა. მოგვიანებით პერიმეტრის შესწავლა და ზარალის აღწერა მოხდება.

ამ დროისთვის, მეხანძრეები ნახანძრალ ტერიტორიებს ამუშავებენ. ყველანაირი პოტენციური საფრთხის თავიდან არიდების მიზნით ტარდება პრევენციული ღონისძიებები. მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი დრონების საშუალებით.

საგანგებო

რა ხდება ამ წუთებში ხაშურში, ხანძრის ეპიცენტრში – დრონით გადაღებული კადრებისოფელ ცედანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველები ცალკეულ კერებს ამუშავებენადგილზე რჩება 220 მეხანძრე-მაშველი და 17 სახანძრო-სამაშველო მანქანა. მათ შორის ურთულეს რელიეფზე მუშაობს ტყის სახანძრო სპეცტექნიკა. ყველა შესაბამისი უწყება კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობს საგანგებო შტაბში მუდმივად ხდება ტყის მასივის მონიტორინგი დრონის საშუალებითამ დროისთვის, აღარ არსებობს ხანძრის ღია კერები. ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია. ბოლო მონაცემებით, დამწვარია 10 ჰა-მდე ტერიტორია.

Posted by საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service on პარასკევი, 31 აგვისტო, 2018