ეკატერინე ტიკარაძე - რეკომენდაცია უცვლელია, მნიშვნელოვანია დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს
ეკატერინე ტიკარაძე - რეკომენდაცია უცვლელია, მნიშვნელოვანია დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს

ჩემი რეკომენდაცია კვლავ რჩება უცვლელი, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავრჩეთ სახლში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავარი რეკომენდაციის შესრულება მნიშვნელოვანია, რათა დაფასდეს გაწეული შრომა.

„ჩემი რეკომენდაცია კვლავ რჩება უცვლელი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავრჩეთ სახლში, გავუფრთხილდეთ ყველა ოჯახის წევრს, ვინც ​რისკჯგუფებში არიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავაფასოთ ერთმანეთის შრომა და ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაწეულია ჩვენი მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ უკლებლივ ყველა მოქალაქის მხრიდან იყოს რეკომენდაციები განხორციელებული შესაბამისი ხარისხით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი