ხაშურში სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.
სკოლის მოსწავლეები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარი ფაქტი პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ვადით.