ხაშურში ცოლის დაჭრის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
ხაშურში ცოლის დაჭრის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

ხაშურში ცოლის დაჭრის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა.

აღმკვეთი ღონისძიების საქმე გორის რაიონულ სასამართლოში დღეს განიხილა.

ცოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა მიხეილ ლომსაძემ სასამართლოს განუცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს.

ბრალდებამ პატიმრობა მოითხოვა, რაც მოსამართლე ლევან დარბაიძემ დააკმაყოფილა და განსასჯელის პატიმრობა შეუფარდა.

ხაშურში ახალგაზრდა ქალი რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. შსს-მს განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.